ფეხბურთი

19:18 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“სელტიკი“ 50-ედ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი

„სელტიკმა“ შოტლანდიის ჩემპიონატის 36-ე ტურში სტუმრად „აბერდინი“ 3:0 გაანადგურა, 84 ქულა მოაგროვა და უშუალო კონკურენტ „რეინჯერსისთვის“ მიუღწეველი გახდა. გოლები მიკაელ ლუსტიგმა, იოზო შიმუნოვიჩმა და ოდსონ ედუარდმა გაიტანეს. ორი საგოლე გადაცემა გაიფორმა კალუმ მაკგრეგორმა.

ეს „კელტების“ ზედიზედ მერვე ჩემპიონობაა. ჯამში კი 50-ე. თუმცა, მოსისხლე მტერ „რეინჯერსს“ ოთხი ტიტულით ჯერ მაინც ჩამორჩებიან.

0.117616