ფეხბურთი

11:30 | 4.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

იოვიჩი "რეალში" გადავა

ფრანკფურტის „აინტრახტის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი კარიერას მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა As-ი იტყობინება. როგორც ცნობილი გახდა, მხარეები ყველა დეტალზე შეთანხმდნენ და ტრანსფერი ოფიციალურ სახეს უახლოეს ხანებში მიიღებს.

იოვიჩი „აინტრახტში“ თითქმის მთელი სეზონი იჯარით თამაშობდა და ცოტა ხნის წინ მისი სატრანსფერო უფლებები გერმანელებმა „ბენფიკადან“ 7 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. ახლა კი, „რეალში“ 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავა.

ხსენებული თანხიდან 12 მილიონს „ბენფიკა“ მიიღებს, ხოლო დანარჩენ 48 მილიონს - „აინტრახტი“. იოვიჩი „სამეფო კლუბთან“ 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში 21 წლის სერბმა 44 თამაში ჩაატარა, 26 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი შეასრულა.

სტატისტიკა
0.236314