ფეხბურთი

20:44 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კონსეისაუ: "იკერი? ცხოვრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფეხბურთი"

პორტუგალიური „პორტუს“ მთავარმა მწვრთნელმა სერჟიუ კონსეისაუმ იკერ კასილიასის შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ესპანელმა მეკარემ სამიოდ დღის წინ ინფარქტი გადაიტანა და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

თუმცა, როგორც მედიკოსები ამბობენ, იკერი დიდი ალბათობით, ფეხბურთის თამაშს ვეღარ შეძლებს.

აღნიშნული ინფორმაცია გარკვეულწილად „დრაკონების“ თავკაცმაც დაადასტურა, რომელმაცთქვა, რომ ცხოვრება ფეხბურთზე მნიშვნელოვანია:

„იკერი კარგადაა, ყველას გვეშინოდა, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. თუ ყველაფერი რიგზე იქნება, ორშაბათს ჰოსპიტალს დატოვებს. რა თქმა უნდა, ფეხბურთი ჩვენი ცხოვრებაა და განსაკუთრებით, მისი ცხოვრებაა, მაგრამ ცხადია, რომ ცხოვრება ფეხბურთზე მნიშვნელოვანია“, - თქვა კონსეისაუმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117791