ფეხბურთი

16:39 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მესი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელია

კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელი ლიონელ მესი ჩემპიონთა ლიგის კვირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. არგენტინელმა უეფას ვებგვერდზე დასრულებულ გამოკითხვაში გულშემატკივართა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

მესიმ „ლივერპულთან“ (3:0) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ამავე მატჩში „ბარსას“ მაისურით მე-600 გოლი გაიტანა.

საერთო ჯამში, მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე მესის 9 მატჩში 12 გოლი აქვს გატანილი და სამჯერ საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115795