ფეხბურთი

17:05 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ხამესს "რეალი" დაიბრუნებს და გაყიდის

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი მადრიდის „რეალში“ დაბრუნდება, მაგრამ დროებით. Marca-ს ინფორმაციით, თუ „ბაიერნი“ ბოლო მომენტში არ გადაწყვეტს ხამესის გამოსყიდვას, მაშინ კოლუმბიელი ესპანეთში დაბრუნდება.

თუმცა, „სამეფო კლუბი“ დაუყოვნებლივ ეცდება მის გაყიდვას, რისი მიზეზიც ისაა, რომ ზინედინ ზიდანი სამხრეთ ამერიკელის სამსახურით დაინტერესებული არაა.

შეგახსენებთ, რომ ხამესი „ბაიერნმა“ 2017 წლის ზაფხულში 2-წლიანი იჯარით გადაიბირა და მისი გამოსყიდვა 42 მილიონ ევროდ შეუძლია, მაგრამ გერმანული გიგანტის ბოსები როდრიგესის თამაშით კმაყოფილნი არ არიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106681