ფეხბურთი

14:45 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბრეშა" ბალოტელის იტალიაში დაბრუნებას გეგმავს

მარსელის „ოლიმპიკის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სერია A-ში ახლახან დაბრუნებული „ბრეშა“ 28 წლის შემტევის გადაბირებაზე სერიოზულად ფიქრობს.

ბალოტელი, რომელიც „ნიცას“ საკუთარებაა, ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და ლომბარდიელთა მთავარი იმედიც ამას უკავშირდება, რომ მარიოს ხელში ჩაგდებას უფასოდ შეძლებს. პრობლემა კი მის ხელფასში მდგომარეობს, რადგან „მარსელში“ ამჟამად 8 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

მიუხედავად ამისა, მაინც რეალურია, რომ ბალოტელიმ კარიერა სწორედ „ბრეშაში“ გააგრძელოს, რადგან პრეზიდენტი ჩელინო მზადაა იტალიელი ფორვარდის გადასაბირებლად არაფერი დაიშუროს.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი „მარსელში“ ინავარში გადავიდა და 12 მატჩში 8 გოლი გაიტანა. „ბრეშა“ კი სერია A-ში 8-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

Loading...
სტატისტიკა
0.222421