ფეხბურთი

12:51 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსელონა“ „სელტასთან“ სათადარიგო შემადგენლობით ითამაშებს

ესპანური პრიმერას 36-ე ტურში (4 მაისს), „ბარსელონა“ „სელტას“ ნახევრად ახალგაზრდული შემადგენლობით დაუპირისპირდება, ძირითადის ფეხბურთელები კი „ლივერპულთან“ ჩემპინთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩისთვის მოემზადებიან - გვაცნობს Football Espana.

ეს ბუნებრივიცაა, რადგან გასულ ტურში კატალონიელები უკვე გახდნენ ქვეყნის ჩემპიონები და ახლა შეუძლიათ ექსპერიმენტები ატარონ. ხუთშაბათს პირველი გუნდის ვარჯიშში ახაგაზრდებმა: ინიაკი პენიამ, მუსა ვაგემ, ორიოლ ბუსკეტსმა, ალეკს კოლადომ, რიკი პუჩმა, კარლეს პერესმა და აბელ რუისმა მიიღეს მონაწილეობა.

თეგებიბარსელონა
Loading...
0.162595