ისტორია

9:46 | 3.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

3 მაისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1941 – დაიბადა ნონა გაფრინდაშვილი. ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). პირველი მოჭადრაკე ქალი, რომელმაც მამაკაცთა შორის დიდოსტატის ტიტული მოიპოვა (1978). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონი. საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი (1982). მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი. 1969 და 1975 წლებში დაასახელეს საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 1997 წელს FIDE-ს კონგრესმა დააწესა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა შეჯიბრებების ჯამში უძლიერესს გადაეცემა. ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტია (1989-96). 2000-2002 წლებში იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. ნონა გაფრინდაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიოს ასოციაციის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტისა და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერია.


მნიშვნელოვანი ფაქტები

1899 - ბუდაპეშტში დაარსდა საფეხბურთო კლუბი “ფერენცვაროში”. უნგრეთის 28-გზის ჩემპიონი და მადიართა ეროვნული თასის 20-გზის მფლობელი. ოთხჯერ ფლობდა უნგრეთის სუპერთასს. 1928 და 1937 წლებში მიტროპის თასი მოიპოვა, 1965ში კი – ბაზრობათა თასი.

1956 - ძიუდოში მსოფლიოს პირველმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი.

1970 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფში, “ნიუ იორკ ნიკსმა” “ლოს ანჯელეს ლეიკერსი” დაამარცხა და NBA-ის რიგით ოცდამესამე ჩემპიონი გახდა.

1972 - ინგლისის ქალაქ ვულვერჰემპტონში უეფას თასის ფინალის პირველი მატჩი ჩატარდა. ადგილობრივ “უონდერერზს” ჩრდილოლონდონური “ტოტენჰემ ჰოთსპური” შეხვდა. დედაქალაქელებმა მატჩი 2:1 მოიგეს. რეგლამენტის თანახმად უეფას თასის ფინალი ორი მატჩისგან შედგებოდა და ორი კვირის შემდეგ განმეორებით შეხვედრას “უაით ჰარტ ლეინმა” უმასპინძლა. მატჩი 1:1 დასრულდა და საპატიო პრიზის პირველი მფლობელი “ტოტენჰემი” გახდა.

1975 - კრისტა ვალენსიკმა, ქალთა შორის მარათონულ რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (2:40:15,8).

1977 - ფრანც ბეკენბაუერმა MLS-ის კლუბ “ნიუ იორკ კოსმოსთან” გააფორმა ხელშეკრულება.

1978 - პარიზის “პარ დე ფრანსის” სტადიონზე, 48 700 მაყურებლის თანდასწრებით, ბრიუსელის “ანდერლეხტმა” ვენის “აუსტრია” 4:0 დაამარცხა და თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. გოლები ვან ბინსტმა (2) და რენსენბრინკმა (2) გაიტანეს. ფინალი “ანდერლეხტმა” შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: დე ბრი, ვან ბანსტი, ტისენი, დუსბაბა, ბროოსი, ვან დერ ელსტი, ჰაანი, ნილსენი, კოეკი, ვერკაუტერენი (დოქსი), რენსემბრინკი.

1987 - “ფორმულა-1”-ის იმოლას (სან მარინო) გრან-პრი ნაიჯელ მენსელმა (“უილიამსი”) მოიგო.

1997 - ჭადრაკში მსოფლიოს ჩემპიონმა გარი კასპაროვმა IBM-ის სუპერკომპიუტერ Deep Blue-სთან მატჩი დაიწყო.

2005 - ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში, “ლივერპულმა” “ჩელსის” 1:0 მოუგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

2005 - ტრაგიკული შემთხვევა მოხდა ინგლისის სიდიდით მეორე ქალაქ ბირმინგემში ფეხბურთელთა სამოყვარულო გუნდების მატჩის დროს. “ლოზელის” ქომაგებმა სიკვდილის პირამდე სცემეს “სენტ ჯოჟეფის” 39 წლის მცველი ტომი სლეტერი. ვაი-გულშემატკივრებს სლეტერის მიერ შესრულებული “პოდკატი” არ მოეწონათ, მინდორზე გადავიდნენ და ფეხბურთელი წიხლქვეშ გაიგდეს. სლეტერი ჰოსპიტალში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მას მეუღლე და ცხრა შვილი დარჩა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ სლეტერს არ უნდა ეთამაშა, რადგან მას ფეხბურთისთვის თავი დანებებული ჰქონდა, მაგრამ მისი 17 წლის ძმა თამაშზე არ გამოცხადდდა, ამიტომაც ტომიმ დედმამიშვილის ნაცვლად სცადა “სენტ ჯოჟეფის” დახმარება.

2007 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მამუკა კვარაცხელიამ საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.

2008 - წყალბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჩილეს ნაკრებმა ბრაზილიას 11:9 მოუგო და პირველად მოიპოვა პლანეტის საუკეთესო გუნდის ტიტული.

2009 - ბერლინში საკალათბურთო ევროლიგის ფინალში ათენის “პანათინაიკოსმა” მოსკოვის ცსკა-ს 73:71 სძლია. პრიზის მფლობელი საქართველოს ნაკრების მეფარე გიორგი შერმადინიც გახდა, ათენელთა სერბმა დამრიგებელმა ჟელკო ობრადოვიჩმა კი მწვრთნელთაგან სარეკორდოდ, მეშვიდედ მოიგო ევროლიგა.

2012 - ქართველმა ჩოგბურთელმა ძალიან დიდი პაუზის შემდეგ პირველად გააღწია ჭთA-ტურნირისნახევარფინალში. ეს ანა ტატიშვილმა ბუდაპეშტის გრანპრიზე მოახერხა.

ამ დღეს დაიბადნენ

1921 - შუგარ რეი რობინსონი. მოკრივეთა შორის საშუალო წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი. პროფესიონალურ რინგზე 202 ორთაბრძოლიდან 175 მოიგო, მოყვარულთა 89 პაექრობიდან ყველაში გაიმარჯვა. რინგზე გადიოდა 1966 წლამდე. გარდაიცვალა 1989 წლის 12 აპრილს.

1925 - რობერ ჟონკე. 1940-50-იან წლებში საფრანგეთის ნაკრების მცველი. მსოფლიოს 1958 წლის ჩემპიონატის მესამეადგილოსანი. მიწვეული იყო ევროპის ნაკრების შემადგენლობაში დიდი ბრიტანეთის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ. საფრანგეთის ხუთგზის ჩემპიონი და ქვეყნის თასის ორგზის მფლობელი.

1932 - ვუიადინ ბოშკოვი. იუგოსლავიელი ფეხბურთელი (ნახევარმცველი) და მწვრთნელი. ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე. იუგოსლავიის ნაკრებში ჩაატარა 58 მატჩი. წვრთნიდა იუგოსლავიის ნაკრებს, ესპანურ, იტალიურ და შვეიცარიულ კლუბებს.

1941 - ნონა გაფრინდაშვილი. ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). პირველი მოჭადრაკე ქალი, რომელმაც მამაკაცთა შორის დიდოსტატის ტიტული მოიპოვა (1978). მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების თერთმეტგზის ჩემპიონი. საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი (1982). მეოცე საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი ქალი. 1969 და 1975 წლებში დაასახელეს საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად. 1997 წელს FIDE-ს კონგრესმა დააწესა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადებზე მამაკაცთა და ქალთა შეჯიბრებების ჯამში უძლიერესს გადაეცემა. ნონა გაფრინდაშვილი საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტია (1989-96). 2000-2002 წლებში იყო საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი. ნონა გაფრინდაშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მსოფლიოს ასოციაციის, ევროპის ოლიმპიური კომიტეტისა და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენების კავალერია.

1942 - ვერა ჩასლავსკა. ჩეხოსლოვაკიელი ტანმოვარჯიშე. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი. 1964 და 1968 წლების ოლიმპიადებზე მოგებული აქვს ოქროს შვიდი მედალი.

1949 - ლეოპოლდო ლუკე. 1974-81 წლებში გამოდიოდა არგენტინის ნაკრებში. ფორვარდის პოზიციაზე თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდში ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 22 გოლი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. ამ ტურნირის 5 მატჩში გაიტანა 4 გოლი. არგენტინის ოთხგზის ჩემპიონი.

1952 - ალან უელსი. ინგლისელი მოცურავე. 100 მეტრის დისტანციაზე 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1953 - იური გავრილოვი. საბჭოთა კავშირის ნაკრების, მოსკოვის “დინამოსა” და “სპარტაკის” ფეხბურთელი. საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1976-გაზაფხული, 1979). 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 46 მატჩი, გაიტანა 10 გოლი.

1956 - ბერნდ ფიორსტერი. გერმანიის ნაკრების მცველი. 1979-84 წლებში ბუნდესნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 33 მატჩი. ევროპის 1980 წლის ჩემპიონი. მსოფლიოს 1982 წლის პირველობის ვიცე-ჩემპიონი. 1976 წელს მოიპოვა ჩემპიონთა თასი, 1984 წელს კი – გერმანიის ჩემპიონობა.

1963 - ჯეფ ჰორნაჩეკი. “იუტა ჯაზის” გამთამაშებელი. ორჯერ იასპარეზა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის ფინალში.

1965 - ჯონ იენსენი. დანიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. ევროპის 1992 წლის ჩემპიონი. 1987 წელს დაასახელეს დანიის საუკეთესო ფეხბურთელად.

1973 - მიხაელ რაიციგერი. ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების, “აიაქსის,” “ბარსელონასა” და “მიდლსბროს” ფეხბურთელი. ჰოლანდიის ნაკრებში ჩაატარა 72 მატჩი (ერთი გოლი). “აიაქსის” შემადგენლობაში მოიგო ჩემპიონთა ლიგა, საკონტინენთთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი. ჰოლანდიის სამგზის ჩემპიონი. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და “სამეფო თასის” მფლობელი.

1975 - ნედიმ დალი. თურქეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეფარე (213 სმ).

1976 - ბეტო. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი. ევრო-2004-ის ფინალისტი.

1982 - ირაკლი ცირეკიძე. ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ძიუდოისტი. პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (90 კგ წონითი კატეგორია). 2007 წლის 15 სექტემბერს რიო დე ჟანეიროში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფინალში ათენის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ილიას ილიადისი დაამარცხა. 2007 და 2008 წლების ევროპის ჩემპიონატების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი. 2008 წელს დაასახელეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად.

1983 - ფრანკო პარიზი. ავსტრალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119101