ფეხბურთი

9:05 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

სარი: „ამ სეზონში „ჩელსი“ პრიზს იმსახურებს“

„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ, „აინტრახტთან“ ევროპა ლიგის პირველი ნახევარფინალური მატჩის შემდეგ (1:1), განაცხადა, რომ ტურნირის მოგება სურს.

„ჩენ ფინალში გასვლა გვინდა და მნიშვნელობა არ აქვს, იქ „არსენალს“ შევხვდებით თუ „ვალენსიას.“ უნდა გავიმარჯვოთ.

სამი თვის წინათ, პრემიერლიგაში რთულ ვითარებაში აღმოვჩნდით, მაგრამ ღირსეულად გამოვძვერით და კვლავაც ვიბრძვით საუკეთესო ოთხეულში მოსახვედრად. ამ სეზონში „ჩელსი“ პრიზს იმსახურებს.“ - ციტირებს იტალიელი სპეციალისტის სიტყვებს კლუბის პრესსამსახური.

„აინტრახტთან“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩი 9 მაისს გაიმართება „სტემფორდ ბრიჯზე“ და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117257