ფეხბურთი

0:09 | 3.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" "ბენფიკას" მცველის დამატებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსი“ ლისაბონის „ბენფიკას“ მცველ რუბენ დიაშს უახლოვდება. აღნიშნულ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს. ხსენებული წყაროს ცნობით, ტურინელები ახლოს არიან ნიჭიერი პორტუგალიელი მცველის გაფორმებასთან.

შესაძლო ტრანსფერის ფინანსურ დეტალებზე ამ დროისთვის არაფერი თქმულა. ცნობილია, რომ „იუვეს“ ძალიან მოსწონს 21 წლის ფეხბურთელი და დაცვის ცენტრის გასაძლიერებლად სწორედ მისი კანდიდატურა ესახება.

რუბენ დიაშის სანაცვლოდ „არწივები“ 60 მილიონ ევროს ითხოვენ და სავარაუდოდ, იტალიის ჩემპიონს ამ თანხის გაღება მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116576