ფეხბურთი

23:45 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პოჩეტინომ ტრანსფერებისთვის ფული მოითხოვა

ლონდონის „ტოტენჰემის“ მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ხელმძღვანელობას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდისთვის თანხის გამოყოფა მოსთხოვა. Telegraph-ის ინფორმაციით, დანიელ ლევი მზადაა არგენტინელის სურვილი დააკმაყოფილოს და 100 მილიონი ევრო გამოუყოს.

ამ თანხის გარდა, „მამლების“ ბიუჯეტი შესაძლოა კრისტიან ერიკსენის, ტობი ალდერვეირელდისა და კირან ტრიპიერის გაყიდვითაც შეივსოს.

ცნობილია, რომ „ტოტენჰემი“ „ბარსელონას“ ნახევარმცველ ანდრე გომესსა და „ნიცას“ მარჯვენა მცველ იუსუფ ატალას ეპატიჟება. გარდა ამისა, „ჰოტსპურსის“ რიგებში ინგლისელი ფეხბურთელების გამოჩენაცაა შესაძლებელი და მთავარი კანდიდატები რაიან სესენიონი („ფულჰემი“) და ჯეკ გრილიში („ასტონ ვილა“) არიან.

აქვე გეტყვით, რომ „ტოტენჰემს“ 2018 წლის ზაფხულისა და 2019 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არცერთი ფეხბურთელი შეუძენია და არც გაუყიდია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116104