ფეხბურთი

22:13 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კეიტასთვის სეზონი დასრულდა

„ლივერპულის“ ნახევარმცველი ნაბი კეიტა მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაციას Liverpool Echo ავრცელებს. „წითლების“ ფეხბურთელი „ბარსელონასთან“ მატჩის პირველ ტაიმში დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა.

კეიტას ზუსტი დიაგნოზი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდება.

„ლივერპულს“ მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ორი მატჩი („ნიუკასლთან“ და „ვულვზთან“) და „ბარსელონასთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური შეხვედრა აქვს ჩასატარებელი. შესაძლოა ამ ნუსხას ფინალიც დაემატოს თუ იურგენ კლოპის გუნდი კატალოენელებთან სამბურთიან ჩამორჩენას აღმოფხვრიან.

Loading...
სტატისტიკა
0.238845