ფეხბურთი

21:18 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ: "მწვრთნელობა? არ გამოვრიცხავ"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მომავალში სამწვრთნელო კარიერის დაწყებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ პორტუგალიელი ვარსკვლავი თავად საუბრობს.

„როდესაც მადრიდში გადავედი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ვიყავი და რა თქმა უნდა, ზეწოლა არსებობდა. მანჩესტერში, 23 წლის ასაკში მოგებული „ოქროს ბურთის“ შემდეგ ხალხი ფიქრობდა: „აი, ეს მაქსიმუმი უნდა იყოს“. ბოლო 10-12 წლის განმავლობაშიც ამავე ზეწოლის ქვეშ ვიყავი.

„იუვენტუსის“ ან „რეალის“ გასახდელში ვსაუბრობთ ფეხბურთის ნორმალურ საკითხებზე. მომავალში მწვრთნელობა? - არ გამოვრიცხავ“, - აღნიშნა კრიშტიანუმ.

შეგახსენებთ, 34 წლის რონალდუ „იუვენტუსში“ გასულ ზაფხულს გადავიდა და ტურინულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.128713