ფეხბურთი

17:01 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი მესის შესახებ: "საბედნიეროდ ესპანეთში არ ვთამაშობ"

ინგლისური „ლივერპულის“ მცველი ვირჯილ ვან დეიკი ლიონელ მესის წინააღმდეგ თამაშის შემდეგ ამბობს, რომ ბედნიერია, რადგან ესპანეთში არ თამაშობს. ჰოლანდიელის განცხადებით, საუკეთესო ფორმაში მყოფი მესის წინააღმდეგ ყველა უძლურია.

„როდესაც მესის ხვდები და ის საუკეთესო ფორმაშია, არაფერი შეგიძლია. საბედნიეროდ, ესპანეთში არ ვთამაშობ და მასთან დაპირისპირება ყოველ სეზონში არ მიწევს. ორი გოლი გაიტანა და ძალიან იმედგაცრუებული ვარ. თუმცა, მან მხოლოდ ბრძოლა მოიგო, ომი კი არა“, - თქვა ვან დეიკმა.

შეგახსენებთ, რომ მესიმ „ლივერპულთან“ ორი გოლი გაიტანა და ესპანელებმა 3:0 მოიგეს. საპასუხო შეხვედრა ინგლისში 7 მაისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114233