ფეხბურთი

15:27 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„პარი სენ-ჟერმენიდან“ შესაძლოა, ყატარელი მფლობელები წავიდნენ

უახლოეს წლებში „პარი სენ-ჟერმენის“ ფინანსური მდგომარეობა შეიძლება მნიშვნელოვნად გაუარესდეს. Le Parisien-ის ცნობით, პარიზული კლუბის მფლობელებმა საკუთარ აქტივზე გული აიცრუეს და მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შემდეგ ფინანსირება შესაძლოა შეამცირონ, ან საერთოდ წავიდნენ კლუბიდან.

ყატარელი მფლობელების უკმაყოფილების მიზეზი, მათ მიმართ არსებული განუწყვეტელი კრიტიკაა. ისინი ამბობენ, რომ საფრანგეთში ბევრს აკრიტიკებენ ყატარს, ხოლო ადგილობრივი საფეხბურთო ჩინოვნიკები ჯეროვან პატივისცემას არ იჩენენ მათ მიმართ.

ასევე ყატარელებს კლუბის სპორტული შედეგები არ აკმაყოფილებთ. 2011 წლიდან მოყოლებული, მათ კლუბს დაახლოებით 1 მილიარდი ევრო დაახარჯეს.

Loading...
0.116922