ფეხბურთი

13:48 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ტილემანსის შეძენა სურს

„მონაკოს“ ნახევარმცველი, იური ტილემანსი, რომელიც იჯარით ინგლისურ „ლესტერში“ თამაშობს, მალე შეიძლება „მანჩესტერ იუნაიტედში“ აღმოჩნდეს“ - წერს The Sun. გამოცემა აღნიშნავს, რომ „მანჩესტერი“ კრეატიული ნახევარმცველის შეძენითაა დაინტერესებული, რადგან დიდი ალბათობით, პოლ პოგბა ზაფხულში მადრიდის „რეალში“ გადავა.

მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ტილემანსით „ტოტენჰემიც“ ყოფილა დაინტერესებული.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ტილემანსმა 11 მატჩი ითამაშა, 3 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე პასით გამოირჩა. transfermarkt.de-ს მიხედვით, 21 წლის ბელგიელის სატრანსფერო ფასი 22 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111796