ფეხბურთი

11:51 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დეიკი: „ლივერპული“ არასოდეს ნებდება“

„ლივერპულის“ მცველმა, ვირჯილ ვან დეიკმა, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „ბარსელონასთან“ დამარცხების შემდეგ (0:3), ჟურნალისტებს უთხრა, რომ დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, „წითლები“ ფინალში გასვლას მაინც შეეცდებიან.

„ბარსელონასთან“ საპასუხო მატჩი? ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია. გვჯერა ჩვენი წარმატების. „ლივერპული“ არასოდეს ნებდება. უკვე დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია კატალონიელთა კართან მომენტების შექმნა, ერთადერთი რაც დარჩა - ამ მომენტების გამოყენებაა.“ - ციტირებს ვან დეიკის სიტყვებს Goal.com.

„ლივერპულისა“ და „ბარსელონას“ საპასუხო ნახევარფინალური მატჩი, „ენფილდზე“ 7 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

0.114323