ფეხბურთი

10:48 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ლუკაკუსთვის სეზონი დამთავრდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ, ტრავმის გამო მიმდინარე სეზონში ვეღარ ითამაშებს - გვამცნობს The Times. გამოცემის ინფორმაციით, პრემიერლიგის 36-ე ტურის შეხვედრაში „ჩელსის“ წინააღმდეგ (1:1), ბელგიელმა მუხლი დაიზიანა.

ლუკაკუ კლუბის ექიმებს დაეკითხა და მათ შემტევს თამაშის გაგრძელების უფლება მისცეს. თუმცა შემდეგ მან მუხლში კოდევ უფრო მძაფრი ტკივილი იგრძნო.

ლუკაკუ „მანჩესტერში“ 2017 წელს გადავიდა. მიმდინარე სეზონში 25 წლის თავდამსხმელმა პრემიერლიგაში 32 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.134548