ფეხბურთი

4:08 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ბრეშა" სერია A-ში დაბრუნდა

„ბრეშა“ იტალიის სერია A-ში დაბრუნდა. ეუჯენიო კორინის გუნდმა სერია B-ს დასრულებამდე ორი ტურით ადრე ელიტალურ ლიგაში ადგილი ოფიციალურად გაიფორმა.

34-ე ტურში ლომბარდიელებმა დანიელე დესენას ერთადერთი გოლით „ასკოლი“ დაამარცხეს, 66 ქულა დააგროვეს და ყველაფერს წერტილი დაუსვეს. სერია A-ში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები პირდაპირ გადადიან და ვინაიდან „ბრეშა“ მესამეადგილოსან „პალერმოს“ 7 ქულით უსწრებს, ყველაფერი გადაწყდა.

ლომბარდიული გუნდი იტალიურ საფეხბურთო ელიტას 8 წლის შემდეგ დაუბრუნდა (2010-2011 წლების სეზონის შემდეგ). უფრო შორეულ წარსულში კი, კერძოდ, 21-ე საუკუნის დასაწყისში კარგად გემახსოვრებათ „ბრეშა“ და მისი ლეგენდარული კაპიტანი - რობერტო ბაჯო...

აქვე გეტყვით, რომ მეორე ადგილზე „ლეჩე“ იმყოფება, რომელიც ასევე ინაღდებდა სერია A-ს საგზურს ბოლოადგილოსან „პადოვასთან“ გამარჯვების შემთხვევაში, მაგრამ დამარცხდა და ეს საკითხი მომავლისთვის გადადო. პულიელები მის უკან მყოფ „პალერმოს“ 4 ქულით უსწრებენ და წესით დარჩენილ ორ ტურში ეს უპირატესობა უნდა შეინარჩუნონ („ლეჩეს“ ერთადერთი თამაში აქვს ამ სეზონში გასამართი და თუ მოიგებს, ელიტაში დაბრუნდება).

აი, მესამე წარმატებული გუნდის ვინაობას კი პლეი-ოფი გაარკვევს, რომელსაც მესამე-მერვე ადგილზე გასული გუნდები გაითამაშებენ.

0.112107