ფეხბურთი

3:36 | 2.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ფეხბურთი ასეთია, გოლის გატანა საჭიროა"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ბარსელონასთან“ (0:3) მარცხის შემდეგ შეგირდებს გარჯა მოუწონა, მაგრამ შედეგით უკმაყოფილო დარჩა.

გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, ეს ფეხბურთია და გოლის გატანა აუცილებელია.

„ეს ფეხბურთია, გოლის გატანაა საჭირო. მათ სამი გაიტანეს, ჩვენ ვერცერთი. უნდა ვთქვა, რომ ჩემმა ბიჭებმა შესანიშნავი თამაში ჩაატარეს, ჩვენი თამაში კარგი იყო. ცხადია, შედეგით კმაყოფილი არ ვარ, მაგრამ ვიმეორებ, რომ ეს ფეხბურთია. ამას უნდა შევეგუოთ და ახლა საპასუხო მატჩისთვის მოვემზადოთ“, - აღნიშნა კლოპმა.

შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი 7 მაისს, ლივერპულში, „ენფილდ როუდზე“ გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11894