ფეხბურთი

19:17 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსენი "რეალს" შეუთანხმდა

ლონდონის „ტოტენჰემის“ ნახევარმცველი კრისტიან ერიკსენი კარიერას დიდი ალბათობით მადრიდის „რეალში“ გააგრძელებს. As-ის ინფორმაციით, დანიელი ფეხბურთელი ესპანურ გრანდს უკვე შეუთანხმდა.

ერიკსენი „ტოტენჰემში“ წელიწადში 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და „რეალში“ მის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება. აღსანიშნავია, რომ სკანდინავიელს „მამლებთან“ ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულში ეწურება და მის გახანგრძლივებაზე უარს უკვე კარგა ხანია ამბობს.

ერთადერთი პრობლემა მისი სატრანსფერო ღირებულებაა. „ტოტენჰემის“ პრეზიდენტი დანიელ ლევი მას 250 მილიონ ევროდ აფასებს, მაგრამ ესპანური მხარე იმედოვნებს, რომ ფასს 150 მილიონამდე დააკლებინებენ.

0.11235