ფეხბურთი

20:11 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

"პარმასა" და "სამპდორიას" საინტერესო აქცია

იტალიის სერია A-ს 35-ე ტურში „პარმა“ და „სამპდორია“ განსხვავებული სტილის მაისურებით ითამაშებენ. ორივე გუნდის გულშემატკივრებს შორის 30-წლიანი მეგობრობის იუბილესთან დაკავშირებით, ტექნიკურმა სპონსორებმა Joma-მ და Errea-მ განსაკუთრებული მაისურები დაამზადეს.

„სამპდორიას“ მაისურზე დატანილია „პარმას“ დამახასიათებელი უზარმაზარი ჯვარი, ხოლო „პარმა“ თავის მხრივ „სამპასთვის“ ჩვეული სხვადასხვა ფერების ვიწრო ზოლებით შეიმოსება.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული შეხვედრა 5 მაისს შედგება.

0.11388