ფეხბურთი

17:53 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვან დერ სარი: "ფეხბურთელების მასიურ გაყიდვას არ ვაპირებთ"

ამსტერდამის „აიაქსი“ მიმდინარე სეზონში ფურორს ახდენს და საინტერესოა, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა ახალგაზრდაა. შესაბამისად, ევროპული გრანდები ჰოლანდიური გრანდის მოთამაშეებზე ნადირობენ.

თუმცა, „აიაქსის“ სპორტული დირექტორი ედვინ ვან დერ სარი ზაფხულში ფეხბურთელების მასიურ გასხვისებას გამორიცხავს:

„ეს „აიაქსის“ ისტორიაა, ფეხბურთელები გუნდს ტოვებენ და მათ ადგილს ახალგაზდა ბიჭები, 19-20 წლის ასაკში ავსებენ და იგივე დონეზე აგრძელებენ თამაშს. თუმცა, ამჯერად კონკურენტუნარიანობა უნდა შევინარჩუნოთ და შესაბამისად, ფეხბურთელების მაისური გაყიდვა არ იქნება“, - თქვა ვან დერ სარმა.

შეგახსენებთ, რომ ფრენკი დე იონგი ივლისიდან „ბარსელონას“ ფეხბურთელი გახდება და ასევე გადაწყვეტილია მატის დე ლიხტის წასვლაც, თუმცა, 19 წლის კაპიტანი რომელ გუნდში გადავა, ეს ამ ეტაპზე უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109581