თამაშგარე

10:53 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

მარადონას ყველაზე მეტად ქერა ქალები იზიდავს

ვინ და რა მოსთვლის იმას, თუ რამდენი ცოლი და გულისსწორი ყოლია ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, დიეგო არმანდო მარადონას. ყოლია ციმბირის თოვლივით თეთრყირმიზა და აფრიკის მზასავით მცხუნვარე ქალები, ჰიმალაის ჰაერივით გამჭვირვალე და მექსიკური წიწაკასავით ცხარე ქალები, კახური ხაშლამასავით თიმთიმა და რაჭული ლობიოსავით მძიმე ქალები...

მიუხედავად იმისა, რომ მარადონას შესახებ თითქოს ყველაფერი ცნობილია და თითქოს ამ კაცის ყოველი ნაბიჯი მედიის ყურადღების ქვეშაა მოქცეული, აქამდე ზუსტად და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე არავინ იცოდა, თუ კონკრეტულად როგორი იერისა და ეშხის მქონე ქალბატონები იზიდავენ დონ დიეგოს.

რამდენიმე დღის წინ კი, ერთ-ერთ ამერიკულ ქალთა ჟურნალთან ინტერვიუსას დიეგო მარადონამ აღიარა, რომ ყველაზე მეტად ქერა, სკანდინავიური იერის ქალები იზიდავს და ამგვარი გარეგნობის მქონე მდედრთა მიმართ გულგრილი არასოდეს ყოფილა. მარადონას ზოგადად ტყუილები ნამეტნავად უყვარს, თუმცა რატომღაც საფიქრებელია, რომ ამ ამბავში მაინც უნდა იყოს გულრწფელი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109622