ფეხბურთი

4:19 | 1.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი: "ბარსელონაში ფრე ყველაზე ცუდი შედეგი არ იქნება"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა „ბარსელონასთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდისთვის ესპანეთში ფრე ურიგო შედეგი არ იქნება.

„გვინდა, რომ აქ ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშოთ. ვნახავთ ვინ შეძლებს სახლში თამაშის უპირატესობის გამოყენებას. მესი? მან სეზონის წინ თქვა, რომ ამ თასის მოგება უნდა და ეს ჩვენთვის კარგი არაა. ლიონელი ერთ-ერთი საუკეთესოა ვისი თამაშიც მინახავს. თუმცა, „ბარსელონა“ მაღალი დონის ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ჩვენ ფინალში გასვლა გვინდა. ჩვენ მოგვწონს ეს სიტუაცია, რომელიც ბიჭებმა შექმნეს და ჩვენ ახლა აქ ვართ. „კამპ ნოუზე“ კარგი შედეგი მოგვცემს უფრო მეტ შანსს, რომ „ენფილდზე“ კიდევ ერთ შესანიშნავ შედეგს მივაღწოთ. „კამპ ნოუზე“ კომენტარი? მე ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და როგორ შეიძლება ამ სტადიონზე რამე ნეგატიური ვიფიქრო?

ფრით კმაყოფილი თუ ვიქნები? ეს არ იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე ცუდი შედეგი. ბევრი გუნდი თამაშობს ბარსელონაში ამ გეგმით, მაგრამ საბოლოოდ მარცხდებიან. „სოსიედადთან“ და „ლევანტესთან“ მატჩები ვნახე, ეს გუნდები კარგად თამაშობდნენ, მაგრამ „ბარსელონამ“ მოიგო. ფინალი? თუ „ბარსელონა“ გავა, ალბათ ფავორიტი იქნება, ხოლო თუ ჩვენ გავედით, უბრალოდ, ერთ-ერთი ფინალისტი. ფირმინიოს რაც შეეხება, ვარჯიშობს და საბოლოო გადაწყვეტილებას თამაშის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე მივიღებ“, - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, „ბარსელონასა“ და „ლივერპულის“ მატჩი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111833