ფეხბურთი

19:50 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილია ტურის სიმბოლურში

საქართველოს ნაკრებისა და „გორნიკის“ ქართველი ფეხბურთელი ვაკო გვილია პოლონეთის ექსტრაკლასას 33-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ჟაბრჟელებმა „ზაგლებიე“ 4:0 გაანადგურეს, ხოლო ჩვენებურმა მაღალ დონეზე ითამაშა და ამასთან, თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა. აქვე გეტყვით, რომ ვაკო პოლონეთის ჩემპიონატის ტურის საუკეთესო 11-ეულში მეორედ მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ გვილია „გორნიკს“ იანვარში შეუერთდა და დღემდე ჩატარებულ 13 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11296