ფეხბურთი

22:24 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტას" პირადი რეკორდი

ბერგამოს „ატალანტამ“ სერია A-ს 34-ე ტურში „უდინეზე“ 2:0 დაამარცხა და მეოთხე ადგილზე აღზევდა. გარდა ამისა, ჯამპიერო გასპერინის გუნდმა პირადი რეკორდიც დაამყარა.

ბერგამოელებს იტალიის ჩემპიონატში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 68 გოლი აქვთ გატანილი და ერთი სეზონის მიხედვით ეს ამ კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. სეზონის დასრულებამდე კი, 4 ტურია დარჩენილი და ლომბარდიელები ალბათ თავის მაჩვენებელს კიდევ უფრო გაზრდიან.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის იტალიაში ყველაზე შედეგიანი გუნდი სწორედ „ატალანტაა“ „იუვენტუსთან“ ერთად, რომლებსაც ყველაზე მეტი, 68-68 გოლი აქვთ გატანილი.

შეგახსენებთ, რომ ბერგამოს „ატალანტა“ 59 ქულით მეოთხე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედად იბრძვის. გარდა ამისა, იტალიის თასის ფინალშიც გავიდა, სადაც რომის „ლაციოს“ დაუპირისპირდება.

Loading...
სტატისტიკა
0.340241