ფეხბურთი

16:48 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთის ფედერაცია ეროვნული ლიგის ახალ პარტნიორზე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, 2019 წლიდან ახალი პარტნიორი ჰყავს. ირლანდიური კომპანია INSTAT LTD, ამ დროისთვის საქართველოს CRYSTALBET ეროვნული ლიგის მატჩების გადაღებას და ინტერნეტში მაუწყებლობას უზრუნველყოფს.

კომპანიის გადამღები ჯგუფები, ქართულ მედია სივრცეში დასაქმებული ოპერატორებით და შესაბამისი მომსახურე პერსონალით არის დაკომპლექტებული. თანამშრომლობის პირველი ეტაპი ექვს თვეს მოიცავს, წარმატებული პარტნიორობის შემთხვევაში კი კონტრაქტი გაგრძელდება. სწორედ ამიტომ ინტერნეტში და ტელეკომპანია 02-ის პირდაპირ ეთერში მატჩები სატესტო რეჟიმში გადაიცემა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ეროვნული ლიგის მატჩები ინტერნეტში 2017 წლიდან გადაიცემა, 2019 წლიდან კი ახალ პარტნიორთან თანამშრომლობის დაწყების მთავარი მიზეზი, კომპანიის მიერ კონკურენტულ გარემოში, მნიშვნელოვანი დამატებითი მომსახურების შემოთავაზება გახდა.

კომპანია INSTAT LTD პირდაპირი ეთერის რეჟიმში უზრუნველყოფს სტატისტიკური მონაცემების მიწოდებას. ამასთან, აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ყოველწლიურად ჯამში 200 ათას ლარამდე თანხის დაზოგვა ხდება, რომელიც სხვადასხვა პროექტს მოხმარდება.

ონლაინ-ტრანსლირების პროექტი საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებისა და ფეხბურთის ფედერაციის ადგილობრივი სპონსორის მხარდაჭერით ფინანსდება. უახლოეს მომავალში, ფეხბურთის ფედერაცია ონლაინ რეჟიმში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს. დამატებით ინფორმაციას, მოგვიანებით, ჩვენი საკომუნიკაციო საშუალებებით გაგაცნობთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110486