ფეხბურთი

10:17 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

კარამბე: „როცა პოგბას თამაში სურს, ის უცხოპლანეტელია“

„რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, კრისტიან კარამბემ, პოლ პოგბას მადრიდულ კლუბში შესაძლო გადსვლის შესახებ ჟურნალისტებს საკუთარი აზრი გაუზიარა.

„ვფიქრობ, ის ჩემზე გაცილებით უკეთესია. როცა თამაში სურს, ის უცხოპლანეტელია. სჭირდება თუ არა „რეალს“? ეს ზიდანის გადასაწყვეტია. თუმცა, თუ შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს, ფრანგის ყიდვა ცუდი არ იქნებოდა.“ - უთხრა კარამბემ AS-ს.

ესპანური მედია წერს, თითქოს პოგბამ უკვე შეათანხმა „სამეფო კლუბთან“ პირობები. „რეალში“ გადასვლის შემთხვევაში, ფრანგის წლიური ანაზღაურება 12 მილიონი ევრო იქნება.

მიმდინარე სეზონში პოგბამ „მანჩესტრ იუნაიტედის“ მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 16 ბურთი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემით გამოირჩა. მანკუნიანელებთან მას კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119073