ფეხბურთი

9:51 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარს ქონების ნაწილი დაუყადაღეს

ბრაზილიის საგადასახადო სამსახურმა ბრაზილიის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ვარსკვლავის, ნეიმარის ოჯახს ქონების ნაწილი დაუყადაღა. მიზეზი 2013 წელს ფეხბურთელის „სანტოსიდან“ „ბარსელონაში“ გადასვლისას გადასახადებისთვის თავის არიდებაა.

UOL-ის ცნობით, ნეიმარების ოჯახს ჯარიმად 15,7 მილიონი ევროს გადახდა დააკისრეს.

დაყადაღებულ ნივთებს შორისაა თვითმფრინავი Cessna Citation 680, რომლის ფასი დაახლოებით 18 მილიონი ევროა და ასევე 2 მილიონად შფასებული ვერტმფრენი Eurocopter 130 B4.

თეგებინეიმარი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116656