ფეხბურთი

3:10 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილის დიდებული გოლი ჯარიმით და საგოლე პასი (+VIDEO)

შვედეთის ალსვენსკანის მეექვსე ტურში გიორგი ხარაიშვილის „გიოტებორგმა“ „აიკს“ უმასპინძლა და ადვილად, 3:0 აჯობა. აღნიშნულ გამარჯვება ლომის წილი დაიდო ჩვენებურმა შემტევმა, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

პირველი ტაიმის ბოლოს, მსაჯის კომპენსირებულ დროში გიორგი საჯარიმო დარტყმა დიდებულად, არაორდინალურად შეასრულა, რასაც მეკარე არ ელოდა და ანგარიშიც გაიხსნა. 65-ე წუთზე გიორგიმ საგოლე პასიც ჩაიწერა აქტივში და ამჯერად კარლსონმა შეძლო მეტოქის დამწუხრება.

საბოლოოდ, „გიოტებორგმა“ მეტოქეს მესამეც გაუტანა, დამაჯერებლად მოიგო, 10 ქულა დააგროვა და მე-5 პოზიციაზე იმყოფება.

0.135595