ფეხბურთი

2:49 | 30.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"ატალანტა" ისტორიულ შედეგს უახლოვდება

„ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული“ - ეს სიტყვები „ატალანტას“ მთავარმა მწვრთნელმა ჯამპიერო გასპერინიმ „უდინეზესთან“ მატჩის შემდეგ წარმოთქვა და სრული ჭეშმარიტებაც თქვა.

საქმე ისაა, რომ სეზონის დასრულებამდე 4 ტურით ადრე ბერგამოელები მეოთხე ადგილზე ერთპიროვნულად იმყოფებიან და შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარ თავზე არიან დამოკიდებულნი. „ატალანტამ“ „უდინეზე“, რომელსაც ასევე ჰაერივით სჭირდებოდა ქულები, ბოლო წუთებში გატეხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. „ლა დეა“ ახლა 59 ქულით მეოთხეა და კონკურენტთა სუნთქვას ისევ გრძნობს, მაგრამ ფაქტია, ისტორიის დაწერასთან ძალიან ახლოსაა.

როგორც არ უნდა დასრულდეს სეზონი, „ატალანტასთვის“ ის მაინც წარმატებული იქნება, რადგან ჩემპიონთა ლიგასთან ხომ ახლოსაა და, ტიტულის მოგების შანსი აქვს, რადგან იტალიის თასის ფინალშია გასული.

„ატალანტა“ – „უდინეზე“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 დე რუნი (82), 2:0 პაშალიჩი (85)

„ფიორენტინა“ – „სასუოლო“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 ბერარდი (37)

თეგებისერია A
Loading...
სტატისტიკა
0.234623