ფეხბურთი

23:43 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვაკო გვილიას საგოლე პასი პოლონეთში

პოლონეთის ექსტრაკლასაში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო ვაკო გვილიას „გორნიკმა“, რომელმაც ელიტაში ადგილის შენარჩუნებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ჟაბრჟელებმა“ სოსნოვეცის „ზაგლებიე“ საკუთარ კედლებში მიიღეს და 4:0 გაანადგურეს. ამ გამარჯვებაში თავისი წვლილი გვილიამაც შეიტანა, რომელიც მოედანზე მე-80 წუთზე იყო და მანამდე თავი საგოლე პასითაც გამოიჩინა. 43-ე წუთზე ანგულო გვილიას გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და ანგარიშის სხვაობა იმ დროისთვის 3:0 გახადა.

„ზაგლებიეს“ რიგებში 41-ე წუთიდან ითამაშა გიორგი გაბედავამ, ხოლო გიორგი ივანიშვილი თადარიგში დარჩა. აქვე გეტყვით, რომ გვილიას "გორნიკის" მაისურით ჩატარებულ 13 მატჩში 1 გოლი და 4 საგოლე პასი აქვს მითვლილი.

„გორნიკს“ 40 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა გადარჩენის ჯგუფში, ხოლო „ზაგლებიე“ 28 ქულით ბოლო, მერვე საფეხურზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118043