ფეხბურთი

15:52 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

10 წლის შემდეგ 10 წაგება - "რეალის" საშინელი სეზონი

მადრიდის „რეალი“ ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურში „რაიო ვალეკანოსთან“ (0:1) დამარცხდა. ეს „სამეფო კლუბისთვის“ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ესპანეთის ჩემპიონატის ეგიდით მეათე წაგება გამოდგა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში „რეალმა“ ლა ლიგის ერთ სეზონში 10 თამაში პირველად წააგო.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ყველა ტურნირის ჩათვლით, მადრიდელები 16-ჯერ დამარცხდნენ და 2008-2009 წლების სეზონის შემდეგ ეს ყველაზე ცუდი მაჩვენებელია. შეგახსენებთ, რომ „რეალი“ სეზონის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 65 ქულით მესამე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117244