ფეხბურთი

2:37 | 29.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"მილანმა" საქმე გაირთულა, "ტორინო" ზღაპარს უახლოვდება

იტალიის სერია A-ში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას დაძაბულობა აქამდეც არ აკლდა და ახლა კიდევ უფრო გამძაფრდა. ტურინში, „მილანი“ „ტორინოს“ ესტუმრა და ეს თამაში ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი იყო.

„ხარებმა“ ბოლო დროს საშინელ ფორმაში მყოფი „როსონერი“ დაჩაგრეს და პრინციპული შეხვედრაში სამი ქულა მოიპოვეს. შედეგად, „ტორინოსაც“ 56 ქულა აქვს და „მილანსაც“. იგივე შედეგით იწონებს თავს ბერგამოს „ატალანტა“, მაგრამ ლომბარიდელებს ამ ტურის მატჩის ჩატარება ორშაბათს მოუწევთ. "ტორინოზე" კიდევ უნდა ვთქვათ - ვალეტ მაძარის გუნდი დიდებულ სეზონს ატარებს და გარდა იმისა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის რეალური შანსი აქვს, ევროპა ლიგის საგზურიც არ იქნება ურიგო შედეგი. ამასთან, ტურინელებმა ამ სეზონში მხოლოდ 6 თამაში წააგეს და ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "იუვენტუსს" აქვს (2), ხოლო "ნაპოლი" იგივე მაჩვენებლით დაიკვეხნის (6). ამასობაში, მეოთხე ადგილზე „რომა“ აღმოჩნდა, რომელმაც შაბათს მოიგო თავისი შეხვედრა და ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოთხეულში ამოჰყო თავი.

„რომა“, „ატალანტა“ „ტორინო“ და „მილანი“ ვახსენეთ, და, რომის „ლაციოც“ არ დავივიწყოთ, რომელმაც ფელიპე კაისედოს დუბლით გენუაში „სამპდორია“ დაამარცხა და ისიც ბრძოლაშია. სიმონე ინძაგის გუნდს 55 ქულა აქვს და ბუნებრივია დარჩენილ 4 ტურში ყველაფერს გააკეთებს, რომ სანუკვარ მიზანს მიაღწიოს.

ამასობაში სანამ ერთადერთი ადგილისთვის 5(!) გუნდი იბრძვის, „ნაპოლიმ“ ოფიციალურად გაიფორმა ჩემპიონთა ლიგის საგზური. კარლო ანჩელოტის გუნდმა თითქმის გავარდნილი „ფროზინონე“ ადვილად დაამარცხა და მეორე ადგილზე დამაჯერებლადაა. პარალელურად კი, არითმეტიკულად გაიფორმა ოთხეულში ყოფნა.

კვირას გამართულ დანარჩენ ორ მატჩს რაც შეეხება, ერთნაირად, 1:1 დასრულდა. გავარდნილი „კიევო“ „პარმას“, ხოლო „სპალი“ „ჯენოას“ დაუზავდა.

„ფროზინონე“ – „ნაპოლი“ 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 მერტენსი (19), 0:2 იუნესი (49)

„კიევო“ – „პარმა“ 1:1 (0:1)

გოლები: 0:1 კუცკა (38), 1:1 მეჯორინი (66)

„სპალი“ – „ჯენოა“ 1:1 (1:0)

გოლები: 1:0 ფელიპე (36), 1:1 ლაპადულა (56)

„სამპდორია“ – „ლაციო“ 1:2 (0:2)

გოლები: 0:1 კაისედო (3), 0:2 კაისედო (19), 1:1 კვალიარელა (59, პენ)

„ტორინო“ – „უდინეზე“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ბელოტი (58, პენ), 2:0 ბერენგერი (69)

თეგებისერია A
0.172907