სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

17:30 | 28.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"შეფილდ იუნაიტედი" პრემიერლიგაში დაბრუნდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„შეფილდ იუნაიტედი“ ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნდა. ჩემპიონშიფის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, უკვე ცნობილია, რომ მომავალ სეზონში ინგლისური ფეხბურთის ელიტაში „ნორვიჩ სიტი“ და „შეფილდ იუნაიტედი“ ითამაშებენ.

ნორვიჩელთა ამბავი აქამდეც გარკვეული იყო, ხოლო თეთრ-წითლებმა პრემიერლიგაში ნანატრი ადგილი მას შემდეგ მოიპოვეს, რაც დღეს „ლიდს იუნაიტედმა“ შინ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ ვერ მოუგეს (1:1).

შედეგად, „შეფილდ იუნაიტედმა“ „ლიდსს“ 5 ქულით გაასწრო და ბუნებრივია ეს ბალანსი ერთ ტურში ვერ აღმოიფხვრება. ცნობისთვის, 45-ე ტურის მატჩი კრის უილდერის გუნდმა გუშინ „იფსვიჩ თაუნს“ სკოტ ჰოგანისა და ჯეკ ოკონელის გოლებით 2:0 აჯობა.

ამრიგად, „შეფილდ იუნაიტედი“ პრემიერლიგას 2007 წლის შემდეგ დაუბრუნდა. საერთოდ კი, ბოლო სამ სეზონში გუნდმა ორი დივიზიონით მოახერხა დაწინაურება. 20116-2017 წლების სეზონში ლიგა 1-ის გამარჯვებული გახდა (რანგით მესამე დივიზიონი) და ჩემპიონშიფში (რანგით მეორე დივიზიონი) აღზევდა, ხოლო მეორე ცდაზე პრემიერლიგაშიც შეძლო ადგილის მოპოვება.

ცნობისთვის, მესამე გუნდის ვინაობას, რომელიც ინგლისის მთავარ ლიგაში აღზევდება პლეი-ოფი გაარკვევს. მარსელო ბიელსას „ლიდსს“, „ვესტ ბრომვიჩ ალბიონსა“ და „ასტონ ვილას“ იქ ადგილი უკვე დაბევებული აქვთ, ხოლო მეოთხე მონაწილე ბოლო ტურში უნდა გამოვლინდეს და პრეტენზიას სამი გუნდი აცხადებს - „დერბი ქაუნთი“, „მიდლსბრო“ და „ბრისტოლ სიტი“ (ორი თამაში აქვს გასამართი).

აქვე გეტყვით, რომ „შეფილდ იუნაიტედი“ ინგლისის ჩემპიონი ერთხელ გახდა და ეს შორეულ წარსულში, მე-19 საუკუნის მიწურულს, 1898 წელს. ინგლისის ასოციაციის თასი კი ოთხჯერ აქვს მოგებული (1899, 1902, 1915, 1925).

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.101715
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X