ფეხბურთი

2:25 | 28.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ - 600!

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიან რონალდუმ საკლუბო დონეზე საიუბილეო, მე-600 გოლი გაიტანა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნულ ნიშნულს მილანის „ინტერთან“ შეხვედრაში უწია.

კრიშტიანუმ 62-ე წუთზე დაამწუხრა „ნერაძური“ და ეს მის პროფესიონალურ კარიერაში მე-600 გოლი გამოდგა (სანაკრებო დონეზე გატანილი გოლები არ შედის ჩამონათვალში).

ხსენებული გოლები შემდეგნაირად ნაწილდება: „რეალი“ – 450 გოლი, „მანჩესტერ იუნაიტედი“ – 118, „იუვენტუსი“ – 27 და „სპორტინგი“ – 5.

Loading...
სტატისტიკა
0.256972