სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

2:14 | 28.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური დერბი მშვიდობით დასრულდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურის ცენტრალური დაპირისპირება „ინტერსა“ და „იუვენტუსს“ შორის შედგა და დაძაბული გამოდგა. დიდი იტალიური დერბი რა თქმა უნდა, გამოირჩა თავისი ეშხითა და დაძაბულობით.

მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებმა ჩემპიონობა წინა ტურში გაიფორმეს, მაგრამ უმოტივაციო ამ შეხვედრას ბუნებრივია ვერ შეხვდებოდა. ტრიბუნებზე „ინტერის“ ქომაგებმა ბანერებით „იუვეს“ ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი წარუმატებლობა შეახსენეს და დასცინეს.

მატჩიც ისე დაიწყო, „ნერაძური“ უკეთესს რომ ვერ ინატრებდა. რაჯა ნაინგოლანმა ფანტასტიკური გოლი გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. ვოიცეხ შჩესნი ბურთს ვერ ხედავდა, მაგრამ შეცდომა მანაც დაუშვა და ანგარიში გაიხსნა. საერთოდ, პირველ ნახევარში მასპინძლებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს. თუმცა, მეორე ტაიმში „იუვენტუსმა“ სიტუაცია გამოასწორა და წონასწორობაც აღადგინა. პიანიჩი-რონალდუს შესანიშნავი კომბინაცია პორტუგალიელმა ჩინებული დარტყმით დაასრულა - 1:1.

დარჩენილ ნახევარ საათში არაფერი შეცვლილა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „იუვეს“ შეეძლო 2014 წელს თავისივე დამყარებული რეკორდი გაემეორებინა და სეზონი 102 ქულით დაესრულებინა, მაგრამ ახლა ეს შანსი აღარ აქვს, რადგან მისი მაქსიმუმი 100 ქულა თუ იქნება. მოკლედ, „ბებერმა ქალბატონმა“ მიმდინარე სეზონში შემორჩენილი ერთადერთი სტიმულიც დაკარგა.

სანამ იტალიური დერბი შედგებოდა, იქამდე „რომამ“ „კალიარისთან“ ივარჯიშა და ძალიან ადვილად, 3:0 აჯობა. შედეგად, „მგლები“ ჩემპიონთა ლიგის ზონაში შევიდა, თუმცა „ატალანტასა“ და „მილანს“ ამ ტურის მატჩები ჩასატარებელი აქვთ.

„ბოლონიამ“ პრაქტიკულად გაინაღდა ელიტაში დარჩენა. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდმა სწორედ გასავარდნ ზონაში მყოფი „ემპოლი“ დაამარცხა და 8-ქულიანი ჰანდიკაპი შეიქმნა, რაც მშვიდად ყოფნის საშუალებას მისცემს. „ემპოლიმ“ ძალიან ახლოსაა გავარდნასთან და დარჩენილ ტურებში საკუთარ თავზე გადახტომა მოუწევს. გეტყვით, რომ ლევან მჭედლიძემ ამ შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ, 86-ე წუთიდან ითამაშა.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 1:1 (1:0)

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკრინიარი, დე ვრეი, ასამოა; ვესინო, ბროჟოვიჩი; პოლიტანო (ჟოაო მარიო 80), ნაინგოლანი (ბორხა ვალერო 75), პერიშიჩი; იკარდი (ლაუტარო მარტინესი 82)

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო (სპინაცოლა 49); ემრე ჯანი, პიანიჩი, მატუიდი (კინი 60); კუადრადო, რონალდუ, ბერნარდესკი (პერეირა 86)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 1:0 ნაინგოლანი (7), 1:1 რონალდუ (62)

გაფრთხილება: პერიშიჩი (44) - კუადრადო (48), კიელინი (45)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 10 (4) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 10:4 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ლუკა ბანტი

„ბოლონია“ – „ემპოლი“ 3:1 (0:1)

გოლები: 0:1 პაიაცი (17), 1:1 სორიანო (51), 2:1 ორსოლინი (82), 3:1 სანსონე (90)

„რომა“ – „კალიარი“ 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 ფაციო (5), 2:0 პასტორე (8), 3:0 კოლაროვი (86)

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.200144
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X