ფეხბურთი

22:03 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" ალდერვეირელდის დამატებას შეეცდება

ბელგიის ეროვნული ნაკრების და "ტოტენჰემის" მცველმა ტობი ალდერვეირელდმა შესაძლოა კარიერა "იუვენტუსში" გააგრძელოს. როგორც Calciomercato იუწყება, იტალიური კლუბი ბელგიელს ანდრეა ბარძალის შემცველად მოიაზრებს.

30 წლის მცველის გამოსასყიდი თანხა 25 მილიონი გირვანქა სტერლინგია. ტობიმ "ტოტენჰემთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის იანვარში გაახანგრძლივა და გუნდში 2020 წლის ივლისამდე უნდა დარჩეს. ბელგიელმა მიმდინარე სეზონში 44 მატჩი ჩაატარა და ფაქტობრივად შეუცვლელად ითამაშა.

0.112407