ფეხბურთი

19:40 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემამ, შესაძლოა, სეზონი დაასრულოს

მადრიდის „რეალის“ შემტევმა, კარიმ ბენზემამ, მიმდინარე სეზონში, შესაძლოა, აღარ ითამაშოს - გვამცნობს Goal. 31 წლის ფეხბურთელმა 27 აპრილს გუნდის ვარჯიში გააცდინა.

„სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა, მოგვიანებით კი კლუბის პრესსამსახურმა, განაცხადეს, რომ ფრანგ თავდამსხმელს მარცხენა ბარძაყი დაუზიანდა.

ტრავმა სერიოზული არ არის და ბენზემამ რამდენიმე დღეში შეიძლება ვარჯიში განაახლოს, თუმცა კლუბში, შესაძლოა, გადაწყვიტონ არ გარისკონ და ბენზემა ამ სეზონში აღარ ათამაშონ. მით უმეტეს, „რეალს“ არანაირი მოტივაცია აღარ გააჩნია.

მიმდინარე სეზონში ბენზემამ „რეალის“ მაისურით 51 მატჩში 30 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ის მადრიდში 2009 წელს გადავიდა „ლიონიდან.“

0.114502