ფეხბურთი

18:23 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი კარიერას ასრულებს

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ფეხბურთელი ჟუანი საფეხბურთო კარიერას ასრულებს. 40 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც შემდეგნაირად დაასათაურა:

„ბოლო ვარჯიში სპორტსმენის რანგში. მომენტი მოახლოვდა“, - დაწერა ჟუანმა.

ჟუანი ბრაზილიის ნაკრებში 2001-2010 წლებში თამაშობდა და 79 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა. „სელესაოსთან“ ერთად ვეტერანმა ფეხბურთელმა ორ-ორჯერ მოიგო კოპა ამერიკა და კონფედერაციათა თასი.

საკლუბო კარიერას რაც შეეხება, „ფლამენგოს“ გარდა, „ინტერნასიონალში“, „ლევერკუზენსა“ და „რომაში“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116223