ფეხბურთი

17:48 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "რეალში" ოცნებები რეალური ხდება"

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ფიქრობს, რომ ედენ აზარს, ნეიმარსა და გარეთ ბეილს ერთად თამაში შეუძლიათ.

„აზარს ბეილთან ერთად თამაში შეუძლია, იგივე სიტუაცია იყო ჩემსა და ჯორკაეფს შორის. ყველა ძლიერ ფეხბურთელს ერთად თამაში შეუძლია. იდეა არსებობს, რომ მომავალი სეზონისთვის თავდასხმა გავაძლიერო. ნეიმას აზართან თამაში უნდა? ბევრ ფეხბურთელს უნდა აქ მოსვლა და „რეალში“ ოცნებები რეალური ხდება. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ცოტა ხნის წინ ედენ აზართან თამაშის სურვილი გამოთქვა, ხოლო ბელგიელს უკვე დიდი ხანია მადრიდის „რეალს“ აქტიურად უკავშირებენ. აქვე გეტყვით, რომ დღეს გავრცელდა ცნობა, რომლის მიხედვითაც პოლ პოგბამ „სამეფო კლუბთან“ პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

Loading...
სტატისტიკა
0.244135