ფეხბურთი

11:23 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

სულშერი: "სეზონის ბოლო 10 დღე რთული იქნება"

ინგლისური „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი მიიჩნევს, რომ სეზონის დასკვნითი ნაწილი ძალიან რთული იქნება. ნორვეგიელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა ეტაპობრივად უნდა იაროს.

„სეზონის ბოლო 10 დღე ყველასთვის რთული იქნება. ჩვენ ვნახეთ სად ვართ, ვუყურებთ რეალობას და სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს. ვეძებთ პოზიტიურ მომენტს და კითხვებზე პასუხებს, რომ პროგრესი მოვახერხოთ ეტაპობრივად.

გასულ კვირას ვთქვი, რომ ერთდროულად მნიშვნელოვან ცვლილებებს ვერ შევძელბტ, ამიტომ თანდათანობით უნდა განვითარდეთ“, - თქვა სულშერმა.

შეგახსენებთ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და მეოთხე ადგილთან სამი ქულა აშორებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111343