ფეხბურთი

10:27 | 27.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩეხი შესაძლოა "ჩელსში" დაბრუნდეს

ლონდონის „არსენალის“ მეკარე პეტრ ჩეხი შესაძლოა „ჩელსიში“ დაბრუნდეს. ოღონდ, არა ფეხბურთელის რანგში, არამედ ტექნიკური დირექტორის პოსტზე.

Telegraph-ის ცნობით, „არისტოკრატებმა“ წინადადება უკვე გაამზადეს და ჩეხ კიპერს სულ მალე ოფიციალურად მიმართავენ. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ 37 წლის მეკარე, რომელიც მიმდინარე სეზონის შემდეგ კარიერას ასრულებს, „სტეფორდ ბრიჯს“ დაუბრუნდეს.

შეგახსენებთ, პეტრ ჩეხი „ჩელსიში“ 2004-2015 წლებში თამაშობდა. ოთხჯერ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი, ამდენჯერვე მოიგო ინგლისის ასოციაციის თასი, სამჯერ ინგლისის ლიგის თასი, ორჯერ ინგლისის სუპერთასი, ხოლო თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.099688