ფეხბურთი

9:04 | 26.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონა“ რაშფორდში 115 მილიონს იხდის

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემტევის, მარკუს რაშფორდის შეძენას შეეცდება - გვამცნობს The Sun. გამოცემის თანახმად, კატალონიელები მანჩესტერელთა ბოლოდროინდელი ჩავარდნით ისარგებლებენ და 21 წლის თავდამსხმელში „იუნაიტედს“ 115 მილიონ ევროს შესთავაზებენ.

რაშფორდის მიმდინარე კონტრაქტი მანკუნიანელებთან 2020 წლამდეა გათვლილი, კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. თუმცა „მანჩესტერი“ უკვე მუშაობს ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე, რომლის მიხედვითაც ფეხბურთელის ხელფასი კვირაში 347 ათას ევრომდე გაიზრდება.

მიმდინარე სეზონში რაშფორდმა „მანჩესტრის“ მაისურით 44 მატჩი ჩაატარა, 13 ბურთი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.11318