ფეხბურთი

21:25 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ასენსიოს სანაცვლოდ 180-მილიონიან წინადადებაზე უარი თქვა

მადრიდის "რეალმა" ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი მარკო ასენსიო 180 მილიონ ევროს სანაცვლოდ არ გაყიდა. აღნიშნული ინფორმაცია ფეხბურთელის აგენტმა ჰორაციო გაგიოლიმ გაავრცელა.

"დაახლოებით ერთი წლის წინ "რეალს" ასენსიოს სანაცვლოდ 150 და 180 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა კლუბმა წინადადების განხილვა არ დაიწყო. მარკოს მიმართ წამყვანი ევროპული კლუბებიდან ინტერესი ყოველთვისაა, თუმცა ფეხბურთელმა უკვე რამდენჯერმა განაცხადა, რომ კლუბში თავს ბედნიერად გრძნობს და "რეალიც" მისი ასპარეზობით კმაყოფილია." - აღნიშნა მარკოს აგენტმა.

ასენსიომ მიმდინარე სეზონში 40 მატჩში მიიღო მონაწილეოა, გაიტანა ექვსი გოლი და შვიდი საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 80 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108581