ფეხბურთი

15:20 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ერიკსონმა, შესაძლოა, შოტლანდიის ნაკრები ჩაიბაროს

ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა, სვენ იორან ერიკსონმა, უახლოეს ხანში, შესაძლოა, შოტლანდიის ეროვნული გუნდი ჩაიბაროს - გვამცნობს Daily Record. მანამდე, 71 წლის შვედის ბოლო სამუშაო ადგილი ფილიპინები გახლდათ.

სქოთთა ყოფილი დამრიგებელი, ალექს მაკლიში კი შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ 2019 წლის აპრილის დასაწყისში დაითხოვა.

ერიკსონი კი ინგლისის ეროვნულ გუნდს 2001-2006 წლებში წვრთნიდა და „სამი ლომი“ ორჯერ (2002, 2006) გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატების მეოთხედფინალში.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11554