ფეხბურთი

10:44 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერმა“ თავისივე ანტირეკორდი გაიმეორა

ოთხშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ პრემიერლიგის 31-ე ტურის გადატანილ მატჩში, „სიტისთან“ შინ (0:2) წააგო და თავისივე ანტირეკორდი გაიმეორა.

Bleacher Report-ი „ტვიტერში“ წერს, რომ „იუნაიტედმა“ მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 50 გოლი გაუშვა და თავისივე 40 წლის წინანდელი ანტირეკორდი გაიმეორა. ბოლოს ასეთი რამ მანკუნიანელთა თავს 1978/79 წლების სეზონში მომხდარა. საინტერესოა, რომ მაშინ ტურნირში 22 გუნდი მონაწილეობდა (ახლა - 20), ხოლო ჩემპიონი „ლივერპული“ გახდა.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, 35 ტურის შემდეგ, „ეშმაკუნები“ 64 ქულით მეექვსე ადგილზე დგანან.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.109663