ფეხბურთი

1:26 | 25.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

„ბარსელონას“ ჩემპიონობა გადაიდო

„ატლეტიკოს“ რომ ვერ მოეგო, „ბარსელონა“ ჩემპიონი გახდებოდა, მაგრამ მადრიდელებმა პირველივე წუთებიდან აგრძნობინეს ყველას, რომ უკან დახევას არ აპირებდნენ და მცირე ინტრიგაც შეუნარჩუნეს პრიმერას.

თუმცა, კერკეტ „ვალენსიასთან“ ჯახი იოლი არ ყოფილა. „ვალენსიას“ თავისი საზრუნავი აქვს, მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება მეოთხე ადგილზე მდგარ „ხეტაფეს.“ მეოთხე ადგილი კი მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის საგზურს იძლევა.

სტუმრებმა იბრძოლეს, ორჯერ გაათანაბრეს ანგარიში და სიმეონეს შეგირდებმა ბოლოსკენ, 81-ე წუთზე, კორეას გოლით შეძლეს გამარჯვების გამოგლეჯვა.

ამისდაკვალად, „ბარსელონას“ ჩემპიონობა გადაიდო. სავარაუდოდ შაბათამდე, როცა კატალონიელები „ლევანტეს“ უმასპინძლებენ.

ესპანეთი

პრიმერა. 34-ე ტური. 24 აპრილი

ატლეტიკო - ვალენსია 3:2

მადრიდი. „ვანდა მეტროპოლიტანო.“ 43 531

1:0 მორატა (9), 1:1 გამეირო (36), 2:1 გრიზმანი (49), 2:2 პარეხო (77, პენ), 3:2 კორეა (81)

ატლეტიკო: ობლაკი, ფილიპე ლუისი (კორეა 64), გოდინი, სავიჩი, ხუანფრანი, ლემარი (ტომასი 71), საული, როდრი, კოკე, მორატა (არიასი 84), გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვალენსია: ნეტო, გაია, დიაკაბი, გარაი, ვასი, გედეში (სობრინო 59), კოკლენი, პარეხო, სოლერი, მინა, გამეირო

მწვრთნელი: მარსელინო

მსაჯი: ალეხანდრო ერნანდესი

გაფრთხილება: მორატა (47), ფილიპე ლუისი (56), საული (76); სოლერი (22), სობრინო (73), დიაკაბი (90+3)

ლეგანესი - ბილბაო 0:1

0:1 ენ-ნესირი (43, საკ. კარში)

ესპანიოლი - სელტა 1:1

1:0 უ ლეი (33), 1:1 გომესი (72)

ლევანტე - ბეტისი 4:0

1:0 კამპანია (9), 2:0 ლორენი (32, საკ. კარში), 3:0 მორალესი (56, პენ), 4:0 კოკე (81)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108619