კალათბურთი

13:40 | 24.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის “ბეირუთი” ფინალში ითამაშებს

ნიკოლოზ ცქიტიშვილის “ბეირუთმა” ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. ვეტერანი ქართველი ფორვარდის გუნდმა ამ წარმატებას ნახევარფინალში “ჰომენტმენის” დამარცხების (3:1) წყალობით მიაღწია.

ბეირუთელებმა სერიის მე-4 შეხვედრა სტუმრად ჩაატარეს და 96:91 მოიგეს. ცქტიშვილი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 19 წუთში 10 ქულა, 6 მოხსნა, 1 პასი, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

ნიკოლოზმა 4-დან 3 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, პერსონალური ფოლი არ მიუღია, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 3-ჯერ დაირღვა.

ფინალში “ბეირუთის” მეტოქე “ალ რიადი” იქნება, რომელმაც რეგალარული პირველობის გამარჯვებულს, ცქიტიშვილის ყოფილ კლუბ “ჩემპვილს” ასევე 3:1 სძლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113451